ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში დღეს არალეგიტიმურ არჩევნებს ატარებს – პრეზიდენტი

25 აგვისტო, 2019 • 985
დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში დღეს არალეგიტიმურ არჩევნებს ატარებს – პრეზიდენტი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება და მას არალეგიტიმურს უწოდებს.

“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს არალეგიტიმურ “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს. საქართველო გმობს ამ ყალბ პროცესს, როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ ერთი შელახვას,”-წერს პრეზიდენტი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით დილით 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ [ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ ცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი