ახალი ამბები

ნინო თოლორდავა იმედზე “ქრონიკის” წამყვანი იქნება

25 აგვისტო, 2019 • 4352
ნინო თოლორდავა იმედზე “ქრონიკის” წამყვანი იქნება

თავდაცვის სამინისტროს  სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო თოლორდავა ტელეკომპანია “იმედზე” საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

ამის შესახებ თოლორავამ Facebook-ზე დაწერა: “მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან იმედზე ქრონიკაში შევხვდებით, მიყვარხართ.”

თავდაცვის სამინისტროში თოლორდავა 2017 წლიდან მუშაობს. მანამდე სხდასხვა პერიოდში ის ტელეკომპანია “მაესტროსა” და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი