ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სტამბოლში აფხაზურმა მხარემ საარჩევნო უბანი ვერ გახსნა

25 აგვისტო, 2019 • 1891
სტამბოლში აფხაზურმა მხარემ საარჩევნო უბანი ვერ გახსნა

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სტამბოლში საარჩევნო უბანი, როგორც დაგეგმილი იყო, ვერ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური  მხარე ავრცელებს – “გადაწყვეტილება მიღებულია, სტამბოლში მეექვსე უბანზე არჩევნები არ შედგა”.

მიზეზი, რატომ არ გაიხსნა საარჩევნო უბანი თურქეთში, სადაც აფხაზური დიასპორა იყო დარეგისტრირებული, ამ ეტაპზე უცნობია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით დილით 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ [ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ ცნობს.

პუტინმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გამოთქვა

პუტინმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გამოთქვა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი