ახალი ამბები

ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

24 აგვისტო, 2019 • 852
ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მთელი დღის განმალობაში ადგილზე ორი ვერტმფრენი მუშაობდა.

მათივე ცნობით, რთული, კლდოვანი რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ შედიან, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ცეცხლის კერებამდე გზა მიიყვანონ. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ გზით ადგილზე სახანძრო ტექნიკას შეიყვანენ.  ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, ხოლო ვერტმფრენები ხვალ დილიდან გააგრძელებენ მუშაობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი