შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიტექნიკსის“ გაქურდვას ცდილობდა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“ – აცხადებს შსს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.