ახალი ამბები

Wizz Air ქუთაისიდან ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით იწყებს ფრენას

23 აგვისტო, 2019 • 1666
Wizz Air ქუთაისიდან ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით იწყებს ფრენას

Wizz Air აანონსებს ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, ბოლონიისა (იტალია) და კიოლნის (გერმანია) მიმართულებით ფრენების დაწყებას. როგორც ავიაკომპანია აცხადებს, მათ უკვე დააანონსეს ქუთაისიდან ნიცის მიმართულებით ფრენების დაწყება და მილანის მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდა.

ახალი მიმართულებებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე, მათი ფასი კი 77.99 ლარიდან/24.99 ევროდან იწყება.

ბოლონიის მიმართულებით რეისები 2019 წლის 23 ნოემბრიდან, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება, კიოლნის მიმართულებით კი, 2020 წლის პირველი ივლისიდან – ოთხშაბათსა და კვირას. გარდა ამისა, ავიაკომპანია 2019 წლის 19 ნოემბრიდან კვირაში ოთხჯერ იფრენს მილანის მიმართულებით.

ქართულ ავიაბაზარზე შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair, რომელიც პირველ ეტაპზე იფრენს ბოლონიის, მილანისა და მარსელის მიმართულებით, 2020 წლიდან კი 12 ახალ მიმართულებას დაამატებს. რაც შეეხება Wizz Air-ს, ის საქართველოდან უკვე 41 მიმართულებით დაფრინავს.

Ryanair საქართველოდან მარსელის, ბოლონიისა და მილანის მიმართულებით იფრენს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი