ახალი ამბებირეკლამა

უკლებას ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

21 აგვისტო, 2019 • 622
უკლებას ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

მთაწმინდაზე, უკლებას ქ.№3-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. პროექტი, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 148 ათასი ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდა შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედლები, რომლებიც სეისმური სარტყელით შეიკრა, ფანჯრებსა და კარებზე კი ღიობები ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა. კონსტრუქციული ელემენტების გამაგრების პარალელურად, შენობა ახალი ქანობიანი სახურავით გადაიხურა. მიმდინარე წლიდან, გამგეობამ მთაწმინდაზე მწვავედ ავარიული რვა სახლი გაამაგრა.

თანადაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები კიდევ ორ ავარიულ სახლის უტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი