ახალი ამბები

Facebook ჯგუფებში ჩატის ფუნქციას აუქმებს

21 აგვისტო, 2019 • 2286
Facebook ჯგუფებში ჩატის ფუნქციას აუქმებს

Facebook ჯგუფებში ჩატის ფუნქციას აუქმებს. როგორც Facebook Community-ს ვებსაიტზე ვკითხულობთ, 22 აგვისტოდან ჯგუფის წევრები მიმოწერის მხოლოდ წაკითხვას შეძლებენ, თუმცა ვერც მესიჯის გაგზავნას და ვერც ხალხის დამატებას ვეღარ შეძლებენ.

საუბარია Facebook-ის ფუნქციაზე, რომელიც ერთი წლის წინ ამოქმედდა და ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან რეალურ დროში საუბრის საშუალებას აძლევდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამისა, მალე Facebook ჯგუფებს ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, მისწერონ იმ პირებს, რომელიც Facebook ანგარიშზე ჰყავთ დამატებული.

ეს ცვლილება არ ეხება ჯგუფების დამოუკიდებლად, რამდენიმე ადამიანთან საერთო ჩატის გაკეთებას და ამ სერვისით სარგებლობას კვლავინდებურად შეძლებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი