შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს. მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და გამგეობებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა და შესაბამისი კონტეინერები განთავსდება.
კონტეინერებში ქაღალდის ნარჩენები მოგროვდება. მაკულატურის ღირებულების დადგენას და აუქციონის ფორმით განკარგვას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.
მაკულატურის აუქციონზე გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით მერია თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოების უზრუნველყოფას, ხეების დარგვას და მათ მოვლა-პატრონობას გეგმავს.
მერიაში მიაჩნიათ, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების რაციონალურად მართვასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე გარემოს დაცვითი საკითხების რეგულირებას.