ახალი ამბები

კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

20 აგვისტო, 2019 • 1362
კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები – ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე მაშველი.

გურჯაანში, ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის და ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დროული ჩართვის შედეგად მოხერხდა ხანძრის მოკლე დროში ლოკალიზება და ტყის მასივში დაცვა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებს აწარმოებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი