ახალი ამბები

ზესტაფონის სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯა

20 აგვისტო, 2019 • 1261
ზესტაფონის სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკებისას შვილს მ.ს.-ს, დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მ.ს. -ს გადარჩენა მოხერხდა.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა რ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19,108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა) ჰქონდა წაყენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი