ახალი ამბები

ექსპორტი რუსეთში იზრდება, თურქეთში, ჩინეთსა და აშშ-ში კი მნიშვნელოვნად შემცირდა

20 აგვისტო, 2019 • 1446
ექსპორტი რუსეთში იზრდება, თურქეთში, ჩინეთსა და აშშ-ში კი მნიშვნელოვნად შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 26.1 პროცენტით არის გაზრდილი, თუმცა მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა ჩინეთის, თურქეთისა და აშშ-ის მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივლისში თურქეთში ექსპორტი შემცირებულია 21.7 პროცენტით, აშშ-ში 24.2 პროცენტით, ჩინეთში კი – 37.4 პროცენტით. სხვა დანარჩენი ბაზრების მიმართულებით დაფიქსირებულია მატება.

ექსპორტი თითქმის 63 პროცენტით გაიზარდა უკრაინის მიმართულებით, თუმცა სავაჭრო პარტნიორებს შორის (ექსპორტის მიხედვით), უკრაინას მეხუთე ადგილი უკავია. რაც შეეხება ათეულს, ის ასე გამოიყურება:

წყარო: საქსტატი

 რაც შეეხება ექსპორტის მთლიან ოდენობას, ის 12.4 პროცენტით არის გაზრდილი. საგარეო ვაჭრობის მონაცემებს უფრო ვრცლად გაეცანით აქ:

2019-ის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა – საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი