ახალი ამბები

2019-ის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა – საქსტატი

20 აგვისტო, 2019 • 2897
2019-ის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 5 მილიარდამდე აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივლისში, 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2014-2019 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. წყარო: საქსტატი

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2017-2019 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

წყარო: საქსტატი

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 503.5 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 20.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (12.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1.1 მილიარდი აშშ დოლარის საქონელი, რაც 26.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (14.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.9 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარ-ივლისში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (303.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (266.2 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (181.2 მლნ. აშშ დოლარი).

ათეული კი ასე გამოიყურება:

წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი