ახალი ამბებირეკლამა

აჭარის პროკურორი: ვისურვებდი ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაში სახელმწიფო მეტად ჩაერთოს

18 აგვისტო, 2019 • 1310
აჭარის პროკურორი: ვისურვებდი ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაში სახელმწიფო მეტად ჩაერთოს

ნათია სონღულაშვილი, აჭარის პროკურორი:

„ჩემთვის, როგორც ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა, როგორც პროკურატურის გახსნილობის, ასევე იმ ადამიანების წარმოჩენისა და მხარდაჭერისთვის, რომლებმაც გარკვეული კრიმინალური წარსულის შემდეგ საზოგადოებაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია წარმატებით შეძლეს. ზოგმა დახმარების გარეშე, ზოგმა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სერვისების საშუალებით.

ვისურვებდი ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაში სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული, მეტ სოციალურ გარანტიას და მეტ სერვისს სთავაზობდეს ციხიდან გათავისუფლებულებს, ვიმედოვნებ, მომავალში ეს ასეც იქნება.”

ნათია სონღულაშვილი ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის, ზურა გოგიბერიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. აჭარის პროკურორმა მხატვრის ნამუშევარი შეიძინა და იქვე დასძინა, რომ მოხარულია თუკი „პროკურატურა მსგავს სოციალურ აქტივობებში ჩაერთვება და ამ ერთი კონკრეტული ადამიანის რესოციალიზაციაში  თავის მცირე წვლილს შეიტანს“.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი