ახალი ამბებიგართობაკინოხელოვნება

“ფორსაჟის” გადაღებების გამო 18-დან 27 აგვისტომდე ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი გადაიკეტება

18 აგვისტო, 2019 • 8939
“ფორსაჟის” გადაღებების გამო 18-დან 27 აგვისტომდე ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი გადაიკეტება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის – „Fast and Furious 9“-ის (“ფორსაჟი) ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო,  გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე  თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის  ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში და თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით.

შსს-ში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო
ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00  საათამდე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა  დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო  ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც  შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა  ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის  ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი  (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის
გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე.

სავარაუდოდ, “ფორსაჟის” გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

მასალების გადაბეჭდვის წესი