ახალი ამბები

რუსთავში დაკარგული 35 წლის კაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

18 აგვისტო, 2019 • 953
რუსთავში დაკარგული 35 წლის კაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

რუსთავში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებოს თქმით, ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ. ადგილზე დაუყონებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც მისვლისთანავე ნაპირზე აღმოაჩინეს მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და მყვინავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი