გუშინ, 14 მაისს, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების ძებნისას მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
აქედან 2 ცხედარი აღნიშნული ავტომობილის მგზავრებისაა, ერთი მგზავრს კი ისევ ეძებენ. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.
რაც შეეხება ძებნისას ნაპოვნ კიდევ 2 ცხედარს, ერთი კაცისაა და ერთი ქალის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცხედრები გადასვენებულია ექსპერტიზაზე.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ნაპოვნი ქალის ცხედარი 21 წლის აითაჯ მამედოვასია, რომელსაც პირველი აპრილიდან ეძებდნენ. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. აითაჯის ბიძამ რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტთან დაადასტურა, რომ ცხედარი ნამდვილად მის ნათესავს ეკუთვნის.








