საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჯე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ 1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს – ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.