ახალი ამბები

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

16 აგვისტო, 2019 • 801
ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის  კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. დაღუპული აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი