ომბუდსმენი ხელისუფლებას გუგუტიანთკარში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

2019 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო ძალები 7 აგვისტოდან მოყოლებული ეგრეთ წოდებულ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს ახორციელებენ.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაკარგვა, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება განაახლეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.