ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრიტანეთის ელჩი მავთულხლართების მონტაჟზე: ეს უნდა შეჩერდეს!

15 აგვისტო, 2019 •
ბრიტანეთის ელჩი მავთულხლართების მონტაჟზე: ეს უნდა შეჩერდეს!

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” განცხადებას აქვეყნებს.

ელჩი ამბობს, რომ ეს სხვას არაფერს ემსახურება თუ არა ოჯახების მდგომაროების გართულებას და ადგილობრივების გაყოფის მცდელობას:

“გუგუტიანთკარში რუსული მავთულხლართების აღმართვა გრძელდება. ეს სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს” – ამბობს ელჩი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება განაახლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი