ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს სრულდება

15 აგვისტო, 2019 •
იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს სრულდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დასრულდება.

15 აგვისტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენს, გასაუბრების შემდეგ კი  კენჭისყრის თარიღზე იმსჯელებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭო პარლამენტში წარსადგენად 20-ს შეარჩევს. აღნიშნული კანდიდატები ფარული კენჭისყრით შეირჩევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე პარლამენტი სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.

ამავე თემაზე:

რატომ ეჩქარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

მასალების გადაბეჭდვის წესი