ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 50 კანდიდატი შეარჩია

20 ივნისი, 2019 • 3386
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 50 კანდიდატი შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ე.წ. გრძელ სიას უყარა კენჭი. საბჭომ 137 ადამიანიდან, რომლებმაც ამ პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვეს, 50 ადამიანისგან შემდგარი სია დაამტკიცა მათ შორის არიან:

1. ზურაბ აზნაურაშვილი

2. თამარ ალანია

3. დიანა ბერეკაშვილი

4. თამარ ბურჯანაძე

5. მერაბ გაბინაშვილი

6. შოთა გეწაძე

7. გრიგოლ გიორგაძე

8. გიორგი გოგიაშვილი

9. მირანდა ერემაძე

10. მამუკა ვასაძე

11. მაია ვაჩაძე

12. თამარ ზამბახიძე

13. შალვა თადუმაძე

14. ზაზა თავაძე

15. გიორგი თევდორაშვილი

16. ლევან თევზაძე

17. უჩა თოდუა

18. ილონა თოდუა

19. გოგიტა თოთოსაშვილი

20. ალექსანდრე იაშვილი

21. ვლადიმერ კაკაბაძე

22. ნუნუ კვანტალიანი

23. მაია კოპალეიშვილი

24. შოთა ლაითაძე

25. თამარ ლალიაშვილი

26. მერაბ ლომიძე

27. გენადი მაკარიძე

28. ნიკოლოზ მარსაგიშვილი

29. ლავრენტი მაღლაკელიძე

30. ქეთევან მესხიშვილი

31. ლევან მესხორაძე

32. როინ მიგრიაული

33. ლევან მიქაბერიძე

34. გიორგი მიქაუტაძე

35. ნინო სანდოძე

36. პაატა სილაგაძე

37. კახაბერ სოფრომაძე

38. ნუგზარ სხირტლაძე

39. გიორგი ტყავაძე

40. ლალი ფაფიაშვილი

41. ნინო ქადაგიძე

42. ლაშა ქოჩიაშვილი

43. პაატა შავაძე

44. მორისი შალიკაშვილი

45. მადი ჩანტლაძე

46. ქეთევან ცინცაძე

47. ამირან ძაბუნიძე

48. თეა ძიმისტარაშვილი

49. ალექსანდრე წულაძე

50. გოჩა ჯეირანაშვილი

კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 14 წევრიდან 13-მა მაიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც აღნიშნულ კონკურსში თავად იღებს მონაწილეობას.

პროცედურის მიხედვით, შერჩეულ კანდიდატთან 10 დღის ვადაში საბჭო გასაუბრებას გამართავს რის შემდეგაც, შედგება 20 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად ხელახალი კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიმდინარე ეწლის იანვარში მიხეილ ჩინჩალაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებმა, სულ, 10-მა ადამიანმა, წინა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულს წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობა, რომელიც აღნიშნულ სიაში მყოფ მოსამართლეებს უნდობლობას უცხადებდა და მათ “კლანად” მოიხსენიებდა.

იმ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კანდიდატურები უკან გაიწვია, ამჟამინდელ კონკურსშიც მონაწილეობს. მათ შორის არიან მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე. პროცესს მხოლოდ გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე გამოეთიშნენ.

საზოგადოების უკმაყოფილების შემდეგ, მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კანონპროექტი მუშავდებოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ვარიანტი 1 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა, ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები კი პირველი მოსმენით ჩააგდო.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება, რომელიც ორგანულ კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, კანონპროექტისთვის ვეტო დაედო, ვინაიდან მათი აზრით, ის სურათს არსებითად არ ცვლიდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს “თვითნებობის შეუზღუდავ საშუალებას” აძლევდა. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ხელი მალევე მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი