ახალი ამბები

თეთნულდზე მაშველებმა 2 ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, 1 დაშავებულია

15 აგვისტო, 2019 • 1059
თეთნულდზე მაშველებმა 2 ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, 1 დაშავებულია

მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი დაშავებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების თანახმად, ბელარუსის სამი მოქალაქის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში 14 აგვისტოს ღამით შევიდა. ადგილზე მუშაობა, თავდაპირველად, სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა დაიწყო, ხილვადობის აღდგენისთანავე კი ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

სამსახურის თანახმად, დაშავებული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მესტიაში გადაჰყავთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი