ახალი ამბებირეკლამა

არქის დასრულებული პროექტები

14 აგვისტო, 2019 • 2089
არქის დასრულებული პროექტები

ახალაშენებული ბინები თბილისში ერთ-ერთი გაყიდვადი უძრავი ქონებაა. დღესდღეობით თბილისში საკმაოდ ბევრი ახალაშენებული კორპუსია, რომლებიც ერთმანეთისგან  ადგილმდებარეობით, მშენებლობის ხარისხით, ფასადითა თუ ფასებით განსხვავდება. სამშენებლო კომპანიის იმიჯი და სანდოობა კი იმით განისაზღვრება, რამდენად დროზე და დათქმულ ვადებში ჩააბარებს მომავალ მაცხოვრებელს დასრულებულ პროექტებს.

არქის თბილისის მასშტაბით 19, ბათუმში კი 1 დასრულებული პროექტი აქვს. კომპანიის საცხოვრებელი ბინები დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში, ცენტრალურსა თუ გარეუბანში, მდებარეობს, ესენია: ჭავჭავაძე, წინამძღვრიშვილი, ბაგები, ნუცუბიძე, მუხიანი, მთაწმინდა, დიღომი და ფალიაშვილი.  არქი თაუერი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც მომავალ არქელებს პრემიუმ კარკასით ბარდება. ბინებში ჩაშენებულია ტექნიკა, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსი ლიფტით არის აღჭურვილი. არქელებს კი კონსიერჟი ემსახურებათ.

დიდი პოპულარობით სარგებლობს არქი დიღომის კომპლექსი. ეს არის 6 ბლოკისგან შექმნილი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც სხვა დანარჩენი საცხოვრებელი სახლებისგან მშენებლობის ხარისხით გამოირჩევა. არქი დიღომის ბინები თბილისში ერთ-ერთი მასობრივი და საინტერესო პროექტია.

არქიში ხშირაად ეწყობა აქციები, რომლებიც მომავალ მაცხოვრებლებს მრავალ ფასდაკლებას სთავაზობს. ეს აქციები ეხება, როგორც  მიმდინარე მშენებლობებს, ასევე დასრულებულ პროექტებსაც. არქის უძრავი ქონება მაცხოვრებლებს თეთრი ან პრემიუმ კარკასით გადაეცემა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კომპანიის უპირატესობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი