ახალი ამბები

სოფელ ბრილთან ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

14 აგვისტო, 2019 • 1131
სოფელ ბრილთან ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 14 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენესთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა. მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

საინფორმაციო ცენტრ Qartli.ge-ს ინფორმაციით, დაღუპულნი არიან დედა-შვილი – 55 წლის ქალი და 30 წლის კაცი – ასევე, მათთან ერთად მყოფი 31 წლის სამხედრო მოსამსახურე. სააგენტოს თანახმად, სამივე მათგანი სოფელ ბრილიდან თბილისისკენ ტაქსით მიდიოდა. ავტომანქანის მძღოლი დაშავებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი