ახალი ამბები

Wizz Air-მა ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულებით ფრენა გადაავადა – სია

14 აგვისტო, 2019 • 1360
Wizz Air-მა ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულებით ფრენა გადაავადა – სია

Wizz Air-მა 12 ახალი მიმართულებით ქუთაისიდან ფრენის დაწყება ქსლში შეფერხების გამო გადაავადა. კომპანია განმარტავს, რომ ახალი მიმართულებები ნაცვლად 2019 წლისა, 2020 წლიდან დაემატება.

Wizz Air-მა განაცხადა, რომ ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულებით ფრენას 2019 წლიდან დაიწყებდა, თუმცა თვითმფრინავის მიწოდების კუთხით შექმნილი შეფერხების გამო ახალი რეისების ამოქმედება 2020 წლისთვის გადაიდო. ავიაკომპანია ქუთაისის ბაზაზა სწორედ ამ წელს დაამატებს ორ ახალ Airbus A320 ტიპის თვითმფრინავს.

შესაბამისად, რეისების ამოქმედება გადაიდო შემდეგი მიმართულებით:

  1. ფრანკფურტ ჰანი
  2. ჰამბურგი
  3. ჰერაკლიონი (კუნძული კრეტა)
  4. კარლსრუე /ბადენ ბადენი
  5. ნეაპოლი
  6. ნიცა
  7. ნიურნბერგი
  8. პიზა
  9. პოზნანი
  10. სტოკჰოლმი
  11. ტურკუსა
  12. ვენეცია.

“2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, თორმეტი ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება. მგზავრებს, რომლებმაც საჰაერო ხომალდების განაწილებამდე უკვე შეიძინეს ბილეთები რომელიმე ზემოთ ხსენებული თორმეტი მიმართულებით, ეცნობებათ ცვლილებების შესახებ,“ – ნათქვამია კომპანიის განცხდებაში.

მათი თქმით, მგზავრებს ბილეთების შეცვლას (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის 100% დაბრუნება ან ბილეთის საფასურის 120%-ის დაბრუნება მგზავრის WIZZ ანგარიშზე შესთავაზებენ.

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მგზავრებისთვის, რომლებმაც დაჯავშნეს ბილეთები ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით: მგზავრები, მსგავს შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს.

მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ Wizz Air-ის სერვის ცენტრს ნომერზე: +995 706 777 037. სხვა ქვეყნებიდან ზარების შემთხვევაში ნომრების გასაგებად კი უნდა ეწვიონ ბმულს,“ – ამბობს WIZZ Air.

კომპანიის თქმით, ინფორმაცია ეხება მხოლოდ მე-4 და მე-5 ბაზირებულ ავიახომალდებს. მათივე განმარტებით, მე-3 ბაზირებული ავიახომალდი გეგმის მიხედვით ფრენას 10 სექტემბრიდან ექვსი ახალი მიმართულებით დაიწყებს: ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ტალინი (ესტონეთი), ბრუსელი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ბარი (იტალია) და ბაზელი (შვეიცარია)

მასალების გადაბეჭდვის წესი