“იზვესტია” დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები მინიმუმ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებამდე შენარჩუნდება.
“როგორც მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში ავიამიმოსვლაა არ აღდება. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არ მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2020 წლის ოქტომებრში იგეგმება. სახელმწიფო დონეზე უნდა შეწყდეს ანტირუსული პოლიტიკა. ამის გარეშე ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას რუსეთის მოქალაქეებს, ეწვიონ საქართველოს”, – განუცხადა “იზვესტიას” ინფორმაციით, წყარომ დიპლომატიური სამსახურიდან.
სანქციების გაუქმება რომ არ უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, ადასტურებს რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინიც.
“იმ სიტუაციაში, რომელიც ახლა საქართველოში არის შექმნილი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რისკი მომატებულია. არანაირი წინაპირობები ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ჯერჯერობით არ არის”, – განაცხადა მან.
რუსეთმა საქართველოში ფრენებზე შეზღუდვები მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დააწესა.
ამავე თემაზე: