ახალი ამბები

მერიის ცნობით, თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

14 თებერვალი, 2015 • • 1029
მერიის ცნობით, თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

“ჩვენ გვაქვს მწვანე შუქი, რათა უახლოეს დღეებში გამოვაცხადოთ საერთაშორისო კონკურსი ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ჩადებენ ინვესტიციას და აამუშავებენ თანამედრვე სტილის ნარჩენების გადამამუშავებელ წარმოებას, რაც აუცილეებლია, ერთი მხრივ, რომ გარემო დავიცვათ და მეორე მხრივ იყოს ცივილური ფორმებით ნარჩენების მართვის სისტემა”, – განაცხდა თბილისის მერმა.

 

ნარმანიას თქმით, პროექტი როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტია.

 

აღნიშნული პროექტი მოიწონა პრეიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საწარმოს ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვას მერია მომავალ კვირას გამოაცხადებს.

 

ინტერესთა გამოხატვის პირობებზე, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, განცხადებას თბილისის მერი დავით ნარმანია გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი