ახალი ამბები

ტვ პირველის ცნობით, სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა

13 აგვისტო, 2019 • 1107
ტვ პირველის ცნობით, სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა

ტელეკომპანია “პირველის” ცნობით, დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.

არხის ეთერში ამ დროისათვის მხატვრული ფილმი გადის.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს არკვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი