ახალი ამბები

ვიდეოზე, სადაც ძიძა ჩვილს ურტყამს და უხეშად ექცევა, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

12 აგვისტო, 2019 •
ვიდეოზე, სადაც ძიძა ჩვილს ურტყამს და უხეშად ექცევა, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ფეისბუკზე გამოქვეყენბული ვიდეოს გამო, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს და აიძულებს ძიძა ჩვილს ჭამოს, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ვიდეო, რომელიც გამოძიების საფუძველი გახდა, ერთ-ერთმა მომხმარებლმა სოციალურ ქსელში გუშინ  გამოაქვეყნა. ქალი წერს, რომ მეზობლების თქმით, ერთ დღეს, მაშინ, როდესაც ჩვილთან ძიძა იმყოფებოდა, მისი შვილი დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში შეუჩერებლად ტიროდა. კითხვაზე, რატომ, ძიძამ მას პასუხი ვერ გასცა, რის შემდეგაც დედამ ფარული მეთვალყურეობა დაიწყო.

ვიდეოებში, რომელსაც ქალი აქვეყნებს, ჩანს, თუ როგორ აიძულებს ძიძა ჩვილს ჭამოს მაშინ, როდესაც ის ტირის. ამ ვიდეოში ქალს ბავშვი მუხლებზე უწევს და რა დროსაც ჩვილი ცდილობს, მას წინააღმდეგობა გაუწიოს, აჯანჯღარებს ბავშვს, შემდგომ კი სახეს უხეშად წმენდს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ისმის ხმები, კერძოდ კი სიტყვა “დაიძინე!“, რასაც ცოტა ხანში, სავარაუდოდ, ჩარტყმის, შემდგომ კი ბავშვის ტირილის ხმა სდევს. მესამე ვიდეოში კი, სადაც ძიძის სახე ჩანს, ნაჩვენებია, თუ როგორ ურტყამს ის ბავშვს თავში.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების თქმით, ამ დროისთვის ფაქტის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი