აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატებს რუსულის ნაცვლად აფხაზურად საუბრისკენ მოუწოდებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტელერადიო კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატი პირდაპირი ეთერის დროს, ნაცვლად აფხაზური ენისა, რუსულ ენაზე საუბრობს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას არღვევს. კომპანიის განცხადებას abkhazinform ავრცელებს.

“იძულებული ვართ განვაცხადოთ საპრეზიდენტო არჩევნების ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან უპატივცემულო მიდგომის შესახებ, რომელიც კანდიდატებმა გამოავლინეს ჟურნალისტების მიმართ, როდესაც ჟურნალისტებს პირდაპირი ეთერი აფხაზურ ენაზე მიჰყავდათ, თუმცა კანდიდატებმა ინტერვიუს იმავე ფორმატის დაცვა ვერ შეძლეს“, – წერია აფხაზეთის ტელერადიო კომპანიის განცხადებაში.

ტელერადიო კომპანია მოუწოდებს ყველა კანდიდატს, დაიცვას დადგენილი ფორმატი და პირდაპირი ეთერის დროს აფხაზურ ენაზე ისაუბროს.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება.

ამავე თემაზე:

პუტინმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გამოთქვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან