ნიკა გვარამიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომის “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების უფლება მიეცა. როგორც გვარამიამ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც კანონი უფლებამოსილია სასამართლო სხდომების გაშუქებაზე, პოლიტიკურ პროცესებს მიკერძოებულად აშუქებს. სასამართლომ გამონაკლისის სახით, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რუსთავი 2-ის ოპერატორი სასამართლო სხდომის დარბაზში დაუშვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი ამ წუთებში განიხილავს პროკურატურის მოთხოვნას, მნიოკა გვარამიასთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. საქართველოს პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება 80 ათასი ლარის ოდენობით, ასევე მისთვის სამართალდამცავი უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა.
ნიკა გვარამიამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის მოითხოვს, სასამართლომ მის მიმართ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება. გვარამია ამბობს,რ ომ ის არ დამეორჩილება არანაირი აღკვეთის ღონისძიებას, გარდა პატიმრობისა ან თავისუფლებაზე დარჩენისა.