ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კრიტერიუმებზე კითხვები მოხსნილია

14 თებერვალი, 2015 • • 931
პრეზიდენტის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კრიტერიუმებზე კითხვები მოხსნილია

“მინდა გამოვეხმაურო იმ საკითსაც, რომელიც მცირე, პროდუქტიული დისკუსიის საკითხი იყო კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, იმ მომენტიდან, როდესაც თოთოეული თქვენგანი დარეგისტრირდა, ამ დარეგისტრირების შემდეგ კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა ყოფილიყო მოსხნილი და ჩემი აზრით ის უკვე მოხსნილია”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარიობის კანდიდატებთან შეხვედრისას.

 

შეხვედრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა პოლიტიკოსებისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარიობის თანამდებობაზე, განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან დამოკიდებული “ცვალებად გარემოებებზე.”

 

“სასამართლო სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტია. პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის დამოკიდებული არიან მიმდინარე მოვლენებზე, ძალიან ხშირად დამოკიდებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებებზე. მაგრამ ის, რაც ასტაბილურებს ხშირად ამ ძალიან ცვალებად გარემოს და გარემოებებს, რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში დღეს მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მედიისთვის დახურულ შეხვედრას 28 კანდიდატიდან 27 კანდიდატი ესწრება, დისკუსიაში მონაწილეობა ვერ მიიღო ანა დოლიძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

 

28 კანდიდატიდან ერთი პრეზიდენტმა 23 თებერვლამდე პარლამენტს განსახილველად უნდა წარუდგინოს.

 

პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა 4 კრიტერუმი, რომელიც, მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილებს.

 

ერთერთის მიხედვით უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ქუცნაშვილი კი “ქართული ოცნების” წევრია.

 

აღნიშნული კრიტერიუმის გამო ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებს, ზაქარია ქუცნაშვილსა და დავით საგანელძე შორის დაპირისპირება მხოდა, რის გამოც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

 

ზაქარია ქუცნაშვილმა, მას შემდეგ რაც საკუთარი კანდიდატურა დააყენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე, განაცხადა, რომ დავით საგანელიძემ, რომელიც უმრავლესობის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდა პრეზიდენტთან, დეპუტატებს არნიშნული კრიტერიუმის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

მარგველაშვილი
მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი