ახალი ამბები

ნიკა გვარამია პროკურატურას: ან პატიმრობა, ან თავისუფლება, მესამე ვარიანტი არ არსებობს

9 აგვისტო, 2019 • 2061
ნიკა გვარამია პროკურატურას: ან პატიმრობა, ან თავისუფლება, მესამე ვარიანტი არ არსებობს

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურას მიმართავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაემორჩილება ან მხოლოდ პატიმრობას, ან თავისუფლებას და არ განიხილავს მესამე ვარიანტს. გვარამიას თქმით, ის არ გადაიხდის გირაოს და არ დაემორჩილება აღმკვეთი ღონისძიების სხვა ნებისმიერ სახეს, მათ შორის, შინაპატიმრობას. ნიკა გვარამიამ ოჯახს ბოდიში მოუხადა აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ მთავარ პროკურატრაში შესვლის წინ, დღეს, 9 აგვისტოს ისაუბრა.

ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოში დამყარდა “რუსული ტიპის დიქტატურა” და ის ყველაფერს გააკეთებს ამ დიქტატურის დასასრულებლად.

“სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა. ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს შეიძლება ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამისკენ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ ისაუბრა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების დეტალებზეც. სრულად სანახავად დააკლიკეთ:

“თუ ვინმეს გაუგია, რომ საქართველოში გენერალურ დირექტორს იჭერენ ცუდი კინტრაქტის დადებისთვის, ხელი აწიეთ და დავდუმდები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს კონტრაქტი ცუდიც არ იყო. ვინც მიჩივის, იმის ქმარი რომ იყო დირექტორი, ის დებდა ზუსტად ისეთ კონტრაქტებს, როგორიც ჩვენ დავდეთ 2015 წელს. სხვაგვარი კონტრაქტების დადება დაიწყო ჩემ მიერ და ეს იყო ჩემი “ნოუ ჰაუ”, ამას ვამბობ ხაზგასმით. კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2015 წელს, იყო საგამონაკლისო, მხოლოდ ერთხელ დაიდო ეგეთი კონტრაქტი იმიტომ, რომ ფინანსურმა სამსახურებმა და ფინანსურმა დირექტორმა გადაწყვიტეს, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იქნებოდა სწორი.

მოკლედ ავხსნი: ორი ვარიანტია -ერთია, როდესაც ჩემ მიერ გამოგონილ კონტრაქტს ვდებთ, რომელიც მიჰყვება მოგებას, მაგრამ იქ რისკავ-ან ბიუჯეტზე ნაკლებს შემოიტანენ ერთ წელში, ან ბიუჯეტზე მეტს. და მეორე ვარიანტია, როცა მოჭრილ თანხაზე დებ კონტრაქტს, მაგრამ შეიძლება იმ ფირმას მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ზედმეტი დარჩეს. მოჭრილ თანხაზე დადებას აზრი აქვს იმიტომ, რომ გარანტირებულად ბიუჯეტში რა თანხაც გაქვს გათვალისწინებული, იმას მიიღებ და ხელფასებსაც გასცემ. 2015 წელი, როგორც მე გითხარით, ფინანსური სამსახურების და ფინანსური დირექტორის მიერ ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადაზღვევის მიზნით საჭირო გახდა ასეთი კონტრაქტის გაფორმება. ჩემს პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მე საერთოდ არ მესმის, ეკონომიკური პროგნოზირება როგორ შეიძლება იყოს ჩემი პასუხისმგებლობა და ასევე არ მესმის, როგორ ვერ იგებს, გინდა პროკურატურა და გინდა რ2-ის ახალი სამარცხვინო დირექტორი, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას.

როდესაც ყველა ფინანსური სამსახური და ფინანსური დირექტორი, ასევე იურიდიული სამსახური, ხელს აწერენ კონტრაქტს, მისი ხელმოწერა ხდება ავტომატურად დირექტორის მიერ. თუ როგორ გგონიათ, დირექტორმა ყველაფერი უნდა იცოდეს, მათ შორის, ფინანსური პროგნოზირება? ფინანსური დირექტორი და სამსახურები ვახსენე. აბსოლუტურად სწორი გასაწყვეტილება მიიღეს მათ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ეს კონტრაქტი იყო სწორი იმიტომ, რომ რისკების წელი იყო. შუა წლის განმავლობაში პირადად მე დავინახე, რომ ეს რისკები, რომელიც ჩვენ გადავაზღვიეთ, პრინციპში, არ მოქმედებს ბაზარზე და შეიძლებოდა დიდი შემოსავალი დაგვეკარგა. აბა, გამოიცანით, რა ვქენი? ინტერმედიასთან მქონდა ძალიან მკაცრი მოლაპრაკება, შეიძლება ითქვას, გამოვიყენე მათზე საბაზრო უპირატესობა და დავაბრუნებინე არა 7 მილიონი, არამედ 9 მილიონი შემდეგ წელს, ეს თანხა კი არ დაკარგულა, ჩვენ ეს თანხა დავაბრუნებინეთ ინტერმედიას. ვუთხარი, რომ შემდეგ წელს უბრალოდ კონტრაქტს არ დავუდებდი, ამიტომ სამართლებრივად ვერ მოვიგებდი ამ დავას, მაგრამ თანხა მაინც უკან დავაბრუნე.

“მეორე საკითხი ბინების, ეს საკითხი არის ინდიკატორი იმის, რა ხდება საერთოდ დღეს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩემი საჯარო მკვლელობა მოაწყოს და თქვას, რომ გვარამია იპარავს, დალექოს ეს მესიჯი. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი და არიან სხვა ქურდებიც, მაგრამ მათ შორის ნიკა გვარამია არ არის. კორუფცია არის ჩემი წითელი ხაზი. მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში, და არამხოლოდ, მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით ვცდილობ დავამკვიდრო სტერეოტიპი, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი, კარგი ტიპი და არ იპარავდე. ეს არის ჩემი მორალური ხერხემალი. არცერთ სხვა ბრალზე არ მექნებოდა ასეთი მწვავე რეაქცია.

ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა ეს ზღვარი 2013 წელს, მაგრამ სასამართლომ გამამართლა. ზუსტად ამ ხაზის გადაკვეთა იყო ინსპირატორი, რომ 7 წლის განმავლობაში მე ვაფარჩაკებდი და არასდროს არ დავნებდებოდი. ახლა მან გადაკვეთა ეს ხაზი მეორედ და მე მას ვპირდები, მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე და ვიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე, ვიდრე წარმოუდგენია. პროკურატურას ვეუბნები, თქვენ გაქვთ ორი არჩევანი ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში- ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პტიმრობა. არ მოგცემთ მესამე ვარიანტს. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული, მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს: მაღალს- უბრალოდ ვერ და დაბალს- არ. იმიტომ, რომ მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს, არანაირი შინაპატიმრობა, არაფერი სხვა. პირდაპირ გიცხადებთ ყველა თქვენს მოგონილ აღკვეთის ღონისძიებაზე, დავარღვევ ყველაფერს, არ დავემორჩილები, ამას ვეტყვი სასამართლოსაც. ვერც ეჟვანს შემაბავათ, ვერც სახლში ვერ დამაბამთ, ვერც გირაოს გადამახდევინებთ- ან პატიმრობა, ან თავისუფლება”.

მეორე საკითხი ეხება ბინებს. ეს საკითხი არის ინდიკატორი იმის, რა ხდება საერთოდ დღეს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩემი საჯარო მკვლელობა მოაწყოს და თქვას, რომ გვარამია იპარავს, დალექოს ეს მესიჯი. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი და არიან სხვა ქურდებიც, მაგრამ მათ შორის ნიკა გვარამია არ არის. კორუფცია არის ჩემი წითელი ხაზი. მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში, და არამხოლოდ, მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით ვცდილობ დავამკვიდრო სტერეოტიპი, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი, კარგი ტიპი და არ იპარავდე. ეს არის ჩემი მორალური ხერხემალი. არცერთ სხვა ბრალზე არ მექნებოდა ასეთი მწვავე რეაქცია. ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა ეს ზღვარი 2013 წელს, მაგრამ სასამართლომ გამამართლა. ზუსტად ამ ხაზის გადაკვეთა იყო ინსპირატორი, რომ 7 წლის განმავლობაში მე ვაფარჩაკებდი და არასდროს არ დავნებდებოდი. ახლა მან გადაკვეთა ეს ხაზი მეორედ და მე მას ვპირდები, მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე და ვიქნები ბევრად მოწყალე, ვიდრე წარმოუდგენია.

რაც შეეხება ბინების თემას, სამარცხვინო ბრტყელ პიარს. მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები, რომ მეყიდა ახალი. მთელმა რ2-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება და ნამდვილად ასე მოხდა და ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით. ამის ყველა საბუთი არსებობს – სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით.

უკაცრავად, თუ ეს ბრალი უნდა წაგეყენებინათ, 4 საათი რომ მკითხავდით, ერთი შეკითხვა რატომ არ დამისვით ბინებზე? მე არ ვაპირებ შემოვიფარგლო ტელევიზიით, თუმცა მას გავაკეთებ საუკეთესოს, მიუხედავად იმისა, ჩამსვამენ, თუ არ ჩამსვამენ, მაინც გავაკეთებ საუკეთესოს.

გვარამიას თქმით, ის მონაწილეობას მიიღებს ყველა პლატფორმაში, რომელიც “ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს”.

“ეს არ არის ჩემი არჩევანი, ეს ივანიშვილის არჩევანია. მე წავალ პოლტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს და მოვუწოდებ ყველას, დროა გაერთიანებისთვის. საქართველოში ხდება ის, რაც რუსეთში. საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა”, – თქვა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლის წინ.

მთავარ პროკურატურასთან შეკრებილები არიან ნიკა გვარამიას მეგობრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე, აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები.


დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, ინტერმედიამ გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა.

ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

ნიკა გვარამიამ მის მიმართ ბრალის წაყენებას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ “კორუფცია არის თემა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები ემსუბუქება”. როგორც გვარამია წერს, “ეს არის მისი წითელი ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილმა მეორედ გადაკვეთა”.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი