ახალი ამბები

ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი – გვარამია მისთვის ბრალის წარდგენაზე

9 აგვისტო, 2019 • 1451
ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი – გვარამია მისთვის ბრალის წარდგენაზე

პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუკზე პასუხობს.

გვარამია წერს:

“აი, მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე “ინტერმედიას”, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტი “ინტერმედიაშია” და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ჰოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ…”, – აღნიშნავს ნიკა გვარამია და პოსტში ასევე აგინებს და მიმართავს ივანიშვილს:

“ხომ გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას. პირადად. გპირდები”.

როგორც პროკურატურა ირწმუნება, ნიკა გვარამიამ შპს “ინტერმედიას” მიანდო “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი. გარდა ამისა, პროკურატურა განცხადებაში მიუთითებს, რომ “ინტერმედიამ” გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა. პროკურატურის ბრალდების შესახებ წაიკითხეთ ვრცლად:

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი