ახალი ამბებირეკლამა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში ბილაინის განახლებული მაღაზია გაიხსნა

9 აგვისტო, 2019 • 872
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში ბილაინის განახლებული მაღაზია გაიხსნა

თბილისი, 9 აგვისტო, 2019 – მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი განახლებული მაღაზია გახსნა.  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს. 

ბილაინი აქტიურად აგრძლებს მაღაზიების გახსნასა და განახლებას. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზია ფუნქციონირებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი