ახალი ამბები

“საბურთალომ” ერევანში “არარატი” დაამარცხა – ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო

6 აგვისტო, 2019 • 1828
“საბურთალომ” ერევანში “არარატი” დაამარცხა – ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო

დღეს, 6 აგვისტოს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალომ” გასვლაზე, ერევნის “არარატ-არმენია” დაამარცხა, ანგარიშით 1:2.

პირველი ტაიმში სომხური გუნდი მინიმალური ანგარიშით დაწინაურდა, თუმცა “საბურთალოს” ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს.

ანგარიში 31-ე წუთზე “არარატ-არმენიას” თავდამსხმელმა, ანტონ კობიალკომ გახსნა, რასაც 72-ე და 76-ე წუთებზე საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული კლუბის რიგებიდან სანდრო ალთუნაშვილისა და ლევან ყენიას გოლები მოჰყვა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა თბილისში, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მატჩის სრული ჩანაწერი:


“საბურთალოს” შანსები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად:

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის “საბურთალო” ორი მატჩის ჯამში ერევნის “არარატ-არმენიას” ბარიერს გაივლის და დღეს მოპოვებულ უპირატესობას შეინარჩუნებს, მისი მომდევნო მეტოქე პლეი-ოფში “დუდელანჟსა” და “ნიომე კალიუს” შორის გამარჯვებული იქნება. სწორედ პლეი-ოფში გაირკვევა, რომელი გუნდი ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე. ბოლოს ქართული კლუბებიდან, 15 წლის წინ ეს თბილისის “დინამომ” მოახერხა, ხოლო ამის შემდეგ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე არცერთ ქართულ კლუბს უთამაშია.

“არარატ-არმენიამდე”:

საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ევროტურნირებზე გამოსვლა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყეს, სადაც ორი მატჩის ჯამში მოლდოვური “შერიფი” დაამარცხეს.

თბილისური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსთან” დამარცხდა, რის შედეგადაც “საბურთალომ” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გადაინაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი