ახალი ამბები

ესპანეთში კაცმა მაცივარი კლდიდან გადააგდო, პოლიციამ კი უკან ამოატანინა – ვიდეო

6 აგვისტო, 2019 • 1989
ესპანეთში კაცმა მაცივარი კლდიდან გადააგდო, პოლიციამ კი უკან ამოატანინა – ვიდეო

The Guardian ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ესპანეთში, სამხრეთ ალმერიის რეგიონში, კაცი მაცივარს ხევში აგდებს. ამის შემდეგ პოლიციამ მას გადაგდებული მაცივარი უკან ამოატანინა, ხოლო ჯარიმის სახით 45 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ის ვიდეოში მაცივრის გადაგდებისას იძახის –  „ გადამუშავება. მოდით, გადავამუშაოთ. ვნახოთ, რამდენჯერ შეუძლია გადაბრუნება!“

CNN-ის ინფორმაციით, კაცი ძველი ნივთების გადამამუშავებელ კომპანიაში მუშაობს. გადაგდებული მაცივარიც სწორედ აქედან ჰქონდა წამოღებული. პოლიციამ გამოძიების შედეგად 50-მდე სარეცხის მანქანა აღმოაჩინა, რომლებიც საწყობის გარეთ უმეთვალყურეოდ ეწყო. სწორედ ამიტომ,  შესაძლებელია, კომპანიას დამატებითი სანქიცები დაეკისროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი