ახალი ამბები

ჩინეთი ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

6 აგვისტო, 2019 •
ჩინეთი ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთმა ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ მკაცრი გაფრთხილება გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, ისინი ცეცხლს ეთამაშებიან და არასასურველ შედეგს მიიღებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკის ოფისის სპიკერის თქმით, მიმდინარე ამბებში ჩართულნი არიან ანტიჩინური ძალები  და სცენის უკან მოქმედებენ. ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის თქმით, აქტივისტები ექსტრადიციის კანონპროექტს რეალურად სხვა მიზნების მისაღწევად იყენებენ.

ორშაბათს ჩვენ ძალიან საშიში სიტუაციის ზღვარზე ვიყავით“, – განაცხადა კერი ლამმა

ორშაბათს აქციის მონაწილეები შვიდ რაიონში გადანაწილდნენ და ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. მათ სატრანსპორტო მოძრაობისა და საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებაც მოახერხეს. პარალელურად, საყოველთაო გაფიცვაც იმართებოდა, რომელსაც, სავარაუდოდ, 500 ათასამდე საჯარო მოხელე და ბიზნესსექტორის თანამშრომელი ესწრებოდა. ჰონგ-კონგის პოლიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე 82 ადამიანი დააკავა.

ჰონგ-კონგში უკვე რამდენიმე კვირაა საპორტესტო აქციები იმართება ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდის გასაპორტესტებლად. ამის მიზეზი კი გახდა საკანონმდებლო ცვლილებები, რის შემდეგაც ჰონგ-კონგს კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის ჩინეთზე და ავტონომია შეეზღუდება.

აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრის შემდეგ ლიდერის გადადგომას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი