ახალი ამბებირეკლამა

კომპანია ინექს გრუპმა საქართველოს ფარგლებს გარეთ საკუთარი მერვე საწყობი-ჰაბი ჩინეთში გახსნა

6 აგვისტო, 2019 • 1302
კომპანია ინექს გრუპმა საქართველოს ფარგლებს გარეთ საკუთარი მერვე საწყობი-ჰაბი ჩინეთში გახსნა

საერთაშორისო საფოსტო კომპანია ინექს გრუპმა 24 ივლისს, კიდევ ერთი, ჩინეთის საწყობი   გახსნა. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კვიპროსის, ისრაელისა და საბერძნეთის   შემდეგ ჩინეთი ინექს გრუპისთვის მერვე ქვეყანაა, სადაც საკუთარი ოფისებისა და საწყობის დახმარებით   ოპერირებს. ინექს გრუპის ჩინეთის ოფისის საშუალებით მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისის მიღება, მათ შორის ჩინური საიტებიდან ნივთების გამოწერა, შეუძლიათ. რეისები   საქართველოს მიმართულებით კვირაში ორჯერ განხორციელდება. 

დღეისათვის კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა  150 000 აჭარბებს და ყოველთვიურად 40 000-მდე ამანათს ამუშავებს.   ჩინეთში საკუთარი საწყობი-ჰაბის გახსნით ინექს გრუპის სერვისი   კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კონკურენტებისგან გამორჩეული გახდა.   კომპანია ბაზარზე ერთადერთი ქართული გადამზიდია, რომელსაც საკუთარი ფილიალები და საწყობები მსოფლიოს სამ კონტინენტზე – ამერიკაში, ევროპასა და აზიაში აქვს. 

ინექს გრუპი ბაზარზე 2010 წლიდან წარმატებით ემსახურება როგორც გამოწერილ გზავნილებს, ისე – პერსონალურად გამოგზავნილ ამანათებსა და კომერციულ ტვირთებს. კომპანია   ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით ახდენს. ამანათებს კი საქართველოს   მთელს ტერიტორიაზე საკუთარი ფილიალების ქსელის მეშვეობით არიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი