Kutaisipost-ის ცნობით, ოჯახის წევრები ითხოვენ, სამართალდამცველებმა გამოიძიონ და დაადგინონ რეალური მკვლელის ვინაობა. ისინი ირწმუნებიან, რომ სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულს სხვა ადამიანს აბრალებენ.
“არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც დაინახეს ვინც ნანას დაეჯახა. რეალური მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გაირკვა მას პოლიციელი ყავს ნათესავი და ამის გამო ხელს აფარებენ და დანაშაულს სხვას აბრალებენ”, – Kutaisipost-ის ცნობით, ამბობს ნანა გიგლემიანის ბებია.
“ოჯახის წევრების ინფორმაციით ნანა გიგლემიანს “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად გოგონა დაჯახების ძალით გადავარდა და გვამი მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუკი სამართალდამცველები სწორ მიმართულებას არ მისცემენ გამოძიებას და დამნაშავეს არ დააკავებენ, მიცვალებულის დასაფლავებას არ აპირებენ. ოჯახი ითხოვს ვიდეოთვალის ჩანაწერს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, სამართალდამცველები არწმუნებენ, რომ ჩანაწერი არ არსებობს, მიზეზად კი შუქის ჩაქრობას ასახელებენ. თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით ეს სიმართელს არ წარმოადგენს. თვითმხილველების ინფრომაციით, შუქი განგებ გათიშეს და ექსპერტიზის მოსვლამდე შემთხვევის ადგილი ჩარეცხეს, რადგან ყველა კვალი წაეშალათ. ავარია აღმაშენებლის გამზირზე სამი დღის წინ მოხდა. ავრიის შედეგად 19 წლის ნანა გიგლემიანი დაიღუპა”, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნეტგაზეთს ჯერჯერობით ვერ დაუკონკრეტეს, გამოკვეთილია თუ არა სავარაუდო დამნაშავე ან ბრალდებული. არის თუ არა მომხდარის გამო ვინმე დაკავებული? – უწყებაში ამ შეკიხვაზე პასუხობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს:
“მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება (სსკ) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და დანარჩენ დეტალებს მომავალში მოგაწვდით”, – გვითხრეს შსს-ში.