ახალი ამბები

მოსკოვში 300-ზე მეტი მომიტინგეა დაკავებული

3 აგვისტო, 2019 •
მოსკოვში 300-ზე მეტი მომიტინგეა დაკავებული

მოსკოვში სამართლიანი არჩევნებისათვის მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უკვე 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია მედუზა ავრცელებს.

 

მომიტინგეების დარბევისას პოლიცია ხელკეტებს იყენებს.

აქციები რუსეთის დედაქალაქში ერთი კვირის წინ დაიწყო მოთხოვნით არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებს მისცენ რეგისტრაციის საშუალება.

აქცია ალექსანდრე ნავალნიმ დაანონსა, რომელიც ამჟამად 30 დღითაადაკავებული.

„დოჟდის“ ცნობით, გასულ კვირას აქციაზე 430-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მოსკოვის მერიასთან. მედიის ცნობით, აქციის დაწყებამდე დააკავეს დამოუკიდებელი კანდიდატები: დმიტრი დურკოვი, იულია გალიამინა, ივან ჟდანოვი, ილია იაშინი და ლუბოვ სობოლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი