ახალი ამბები

მოსკოვში ნავალნი დააკავეს

24 ივლისი, 2019 • 982
მოსკოვში ნავალნი დააკავეს

მოსკოვში, საკუთარ სახლთან ახლოს, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ნავალნიმ ინსტაგრამის ანგარიშზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ სამართალდამცველებმა ის დილით, გამაჯანსაღებელი სირბილის დროს დააკავეს.

ნავალნი ვიდეოში ყვება, რომ სახლთან ახლოს რუსული სპეცრაზმის ავტობუსი შენიშნა, რის შემდეგაც დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია მისი დაკავების მიზეზიც.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Алексей Навальный (@navalny) on

როგორც Meduza წერს, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 20 ივლისს, თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ მიტინგზე ნავალნიმ აქტივისტებს შესთავაზა, 27 ივლისს მოსკოვის მერიასთან საპროტესტო აქცია გაემართათ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიებში ოპოზიციის კანდიდატებს არ დაარეგისტრირებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი