ახალი ამბები

ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გააკეთეს

3 აგვისტო, 2019 • 1852
ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გააკეთეს

ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გააკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს.

ადვოკატის ცნობით, წყარო თემირლანის დამ გააკეთა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს. ოჯახი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი