ახალი ამბები

“ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლების აქციაზე ერთ-ერთი გაფიცული ცუდად გახდა

2 აგვისტო, 2019 • 1369
“ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლების აქციაზე ერთ-ერთი გაფიცული ცუდად გახდა

“ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლების აქციაზე ერთ-ერთი გაფიცული ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, გოგოს ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა და მას დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინდა.

ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლები 31 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების ზრდას და მათი თქმით, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. მათი წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, გაფიცულთა მინიმალური ხელფასი 384 ლარია და ზრდას 50%-ით ითხოვენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.

ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის”თანამშრომლები გაიფიცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი