დეპუტატი ნატო ჩხეიძე ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს გვარამიას ახალი ტელევიზიის “იბერიის” ბაზაზე შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც ჩხეიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მოლაპარაკებები საწყის სტადიაზეა და საუბარია იბერიის ტექნიკური ბაზისა და რეიტინგული გადაცემების გაერთიანებაზე:
“საუბარია “რუსთავი 2-ის” რეიტინგული გადაცემების გაერთიანებაზე. მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა. უფრო კონკრეტულად შემდგომ სტადიაზე გადასვლის შემთხვევაში იქნება ცნობილი”, – ამბობს ჩხეიძე, რომელიც “იბერიის” დამფუძნებელია.
ამავე თემაზე:
გვარამიას თქმით, მისი ახალი არხის დაფინანსებას ზაზა ოქუაშვილიც აპირებს
