ახალი ამბები

საფრანგეთში საქართველოს ელჩად თეა კატუკია დაინიშნა

2 აგვისტო, 2019 • 2506
საფრანგეთში საქართველოს ელჩად თეა კატუკია დაინიშნა

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენელად თეა კატუკია დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე იყო ერთ-ერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის – საერაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ცენტრის კვლევითი გენერალური მდივანი.

2012 წლიდან დღემდე ის იყო საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე  ფრანგული ჟურნალის “დიპლომატიის” მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას: Green Innovation და Blue Innovation. ანალიტიკურ გამოცემებში მისი საქმიანობა ასევე მოიცავს 2011-2012 წლების პერიოდს, როდესაც  მედიაჯგუფის, „Areion Group“-ის გენერალური მდივანი იყო.

2002 წელს თეა კატუკია შეუერთდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს და ჩართული იყო  ევროკომისიის ეგიდით ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროპევროპის კავშირის გაფართოებას კანდიდატ ქვეყნებში. 2001 წელს დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა. 1996 წლიდან სწავლობდა სამართალს უნივერსიტეტ პარიზი II-ში, მანამდე კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი მას შემდეგ არ ჰყავს, რაც ეს პოსტი ეკა სირაძე-დელონემ დატოვა.

ამავე თემაზე:

საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და კოსმოსის მილიტარიზაციაზე რას აპირებთ?! – ბოკერია ზალკალიანს

მასალების გადაბეჭდვის წესი