ახალი ამბები

ნავთობის ბაზარზე არსებულ შუამავალ კომპანიებში საგამოძიებო სამსახური შევიდა

6 თებერვალი, 2015 •
ნავთობის ბაზარზე არსებულ შუამავალ კომპანიებში საგამოძიებო სამსახური შევიდა

“საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები კომპანიებში, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდთ შუამავალი კომპანიები ნავთობპროდუქტის იმპორტიორებსა და საცალო ბაზრობას შორის. ეს კომპანიაებია “ბინული 1”, “უნიგრუპი”, “ბითიაი”, “ინტერპლიუსი” შპს “პორტალი”და “ელოილი”,- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა  ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირების მიუხედავად ეს საქართველოს ბაზარზე არ აისახა. ღარიბაშვილის განცხადებით, შუამავალმა კომპანიებმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაარღვიეს და სწორედ ამის გამო არ მცირდება მნიშვნელოვნად ნავთობის ფასი ადგილობრივ ბაზარზე. ღარიბაშვილმა სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ მთავრობა მომხმარებლის უფლებებს დაიცავდა და კონკურენციის სააგენტო ამ საკითხის კვლევას გააგრძელებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი