ახალი ამბებიეკონომიკა

პროდუქტები, რომლებზეც ფასები გაიზარდა

2 აგვისტო, 2019 • 2352
პროდუქტები, რომლებზეც ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.33 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (15.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (15.0%), პური და პურპროდუქტები (12.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.9%), რძე, ყველი და კვერცხი (6.5%), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.2%).

ფასები მხოლოდ ხილსა და ყურძენზე შემცირდა უმნიშვნელოდ (-0.9%).

  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.7 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1 პროცენტი);
  • ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.90 პროცენტიანი მატება, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7 პროცენტი);
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.5 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9- პროცენტიანი ზრდა.

თამბაქოს გარეშე იმფლაცია

თამბაქოს გარეშე ინფლაცია იანგარიშება იმავე მეთოდოლოგიით, რაც გამოიყენება ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლის გაანგარიშებისას, იმ განსხვავებით, რომ მას საფუძვლად უდევს სამომხმარებლო კალათა თამბაქოს პროდუქციის გამორიცხვით

 

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, როგორც საქსტატიდან გვაცნობეს, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.

საბაზო ინფლაცია

საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაცია

თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; თამბაქო; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

 

საქსტატის ცნობით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით:

საქსტატის განმარტებით, რიცხვების დამრგვალების გამო ცალკეული ჯგუფების ჯამი შესაძლოა არ უდრიდეს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელს

საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.8- პროცენტიანი მატება, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი);
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.2- პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-8.1 პროცენტი), ასევ.ე ხილსა და ყურძენზე (-2.0 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2019 წლის ივლისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:

საქსტატის განმარტებით, რიცხვების დამრგვალების გამო ცალკეული ჯგუფების ჯამი შესაძლოა არ უდრიდეს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელს

ყოველთვიური ინფლაცია

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

(წინა წლის შესაბამის თვესთან, პროცენტული ცვლილება)

საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში

(12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან, პროცენტული ცვლილება)

მასალების გადაბეჭდვის წესი